მოლდოვას პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა. ვიზიტის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, თუმცა ზუსტი დრო და დეტალები უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე არ სახელდებოდა. მაია სანდუს პრესსამსახურმა დღეს ინფორმაცია და ფოტოები ოფიციალურად გაავრცელა. მოლდოვის პრეზიდენტმა, ბოროდიანკა, ბუჩა და ირპენი მოინახულა, რათა თავად ენახა რა შედეგები მოჰყვება რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას.
“მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტი, მაია სანდუ დღეს, 27 ივნისს, სამუშაო ვიზიტით იმყოფება კიევში. დღის განმავლობაში სახელმწიფოს მეთაური ეწვევა ბოროდიანკას, ბუჩას და ირპინს და შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის.”- წერს მოლდოვის პრეზიდენტის პრესსამსახური.