მოლდოვას პრეზიდენტი: რუსული არმიის წინააღმდეგ ჩვენს არმიას თოხებით მოუწევს ბრძოლა

ტელეარხ მოლდოვა1–თან ინტერვიუში მოლდოვას პრეზიდენტმა, მაია სანდუმ შიში  გამოთქვა რუსეთის მხრიდან შესაძლო სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით იმის გამო, რომ ნაციონალური შეიარაღებული ძალები არასაკმარისად არიან აღჭურვილი და მომზადებული.

“თუ რუსეთი ერთხელაც შეეცდება ჩვენ თავს დაგვესხას, რას გავაკეთებთ? გავგზავნით არმიას თოხებით თვითმფრინავების წინააღმდეგ, რომ როგორღაც თავი დავიცვათ? ჩვენ არ გვინდა ვინმეს თავს დავესხათ, არ გვინდა, რომ ვინმემ ომში ჩაგვითრიოს, მაგრამ ეს არის რეალობა, რომლისთვისაც უნდა ვემზადოთ“–თქვა მოლდოვას პრეზიდენტმა.