მოლდოვა ადგილობრივმა ბოსებმა რუმინეთს მიჰყიდეს, ის ქვეყანა აღარაა – მედვედევი 

“მოლდოვა ადგილობრივმა ბოსებმა რუმინეთს მიჰყიდეს, ის ქეყანა აღარაა” – ასე გამოეხმაურა, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი მოლდოვის პრემიერმინისტრის, დორინ რეჩანის კომენტარს. რეჩანამ განაცხადა,  რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ქვეყანაში შესვლა აეკრძალა.

“ადგილობრივმა ბოსებმა ქვეყანა რუმინეთს მიჰყიდეს, უღალატეს რა საკუთარ სამშობლოს. აზრი არ აქვს მათთან მოლაპარაკებებს”. – აღნიშნა მან.