“კომისიის რეკომენდაციები საკმაოდ ნათელია. მოლდოვა და საქართველო არ უნდა იყვნენ ერთმანეთისგან გამიჯნულნი, მე ამას არ ვეთანხმები. ჩვენ კანდიდატის სტატუს განვიხილავთ იმის გამო, რომ უკრაინაში ომია. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ უკრაინას ეს სტატუსი 3 წინ თვის უნდა მიეღო. კომისია ამას აკეთებს გვიან, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. მოლდოვას და საქართველოს კი ერთი საზომით უნდა შეხედონ.
ორივეს მოუწევს პირობების შესრულება – მინდა ქართველებს ვუთხრა, რომ ეს დასასრული არ არის, ეს არის თქვენი ევროპული გზის შეფასება. საბჭო პოლიტიკური ინსტიტუტია, თუ კომისია შეფასებას დებს დამსახურებების მიხედვით, საბჭო საკითხს უყურებს გეოპოლიტიკურად და სხვა ფაქტორებით.
ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ შეიძლება საბჭომ იგივე პირობები წაუყენოს საქართველოს, რაც უკრაინასა და მოლდოვას, კარი არ არის დახურული. ევროპული პერსპექტივა აქ არის, კანდიდატის სტატუსი აქ არის. მოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს, ამ პროცესს სერიოზულად მიუდგნენ. დაიწყეთ გაწერილი პირობების შესრულება, შეწყვიტეთ ერთმანეთის დადანაშაულება, ეს უფრო ძლიერსა და უკეთესს ვერ გაგხდით.
მე ვნახე ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტი და ის მოიცავს კომისიის სულისკვეთებას. ჩვენ გვექნება ამ საკითხზე დებატები, ხმის მიცემა კი ხვალ მოხდება. რა იქნება რეზოლუციის საბოლოო ტექსტში, ძნელი სათქმელია. ქართველმა ხალხმა თქვა, რაც სურდათ – მათ სურთ ევროინტეგრაცია, მათ სურთ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს შესაძლებლობების ფანჯარაა, რომელიც უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად გაიხსნა”
განაცხადა, ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა.