მოლდოვა რუსეთის საელჩოდან 45 ადამიანს აძევებს – აკრედიტირებული დიპლომატებისა და ტექნიკურ-ადმინისტრაციული თანამშრომლების რაოდენობა 84-დან 25-მდე შემცირდება. ინფორმაციას ამის შესახებ, Deschide.MD ავრცელებს.
“ეს იყო ფუნდამენტური გადაწყვეტილება, რის შესახებაც კიშინოვის ხელისუფლებამ დღეს დილით რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცნობა.” -აცხადებს, მოლდოვის პრემიერ-მინისტრი, დორინ რეჩანი.
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის კომუნიკაციების მრჩეველმა, იგორ ზახაროვმა დააკონკრეტა, რომ ხელისუფლებამ რუსეთის საელჩოს 18 დიპლომატისა და ტექნიკური პერსონალის 27 წარმომადგენლის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.