მოლდოვა, უკრაინა, საქართველო იმსახურებს ევროკავშირისა და NATO-ს წევრობას – ღარიბაშვილი

უკრაინისა და საქართველოს პრემიერმინისტრებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებით, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა იმსხურებს ნატოსა და ევროკავშირის წევრობას.

““შემაშფოთებელია რუსეთის ქმედებები, როგორც უკრაინაში, ყირიმში სეპარატისტულ რეგიონებში, ასევე ჩვენს ტერიტოტიაზე – ცხინვალში და აფხაზეთში მიმდინარეობს ბორდერიზაცია გრძელდება და რა თქმა უნდა, ეს საერთო შეშფოთებას იწვევს. ბატონ პრემიერთან ჩვენ ასევე დეტალურად განვიხილეთ ჩვენი ქვეყნების მისწრაფება, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები გავხდეთ. ამ ფორმატში მინდა ავღნიშნო “ტრიოს” ფორმატის დაფუძნება, ამის თაობაზე მემორანდუმი მაისში გაფორმდა და უკვე პრეზიდენტების დონეზე პირველი პრეცენდენტი შეიქმნა ბათუმში „ტრიოს ფორმატის” მონაწილეობის.

ჩვენ, 3 ქვეყანას – მოლდოვას, უკრაინას, საქართველოს შეგვიძლია, რომ მართლაც ბევრი წარმატება ვაჩვენოთ ჩვენს თანამეგობრობას და სწორედ ამ “ტრიოს” ფორმატში ჩვენს პარტნიორებს დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია წარმატებული სახელმწიფოები ვიყოთ და მართლაც, ვიმსახურებთ ევროკავშირისა და ნატოს წევრობას”,– განაცხადა ღარიბაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ეს 3 ქვეყანა უნდა გადავიდეს უფრო პრაქტიკულ თანამშრომლებაზე.