ინფორმაცია რომ ისინი დნესტრისპირეთთან სამხედრო ძალების მობილიზებას ახდნენ ყალბი და რუსული დეზინფორმაციის ნაწილია, ამ განცხადებას რუმინული მედია რუმინეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
“პანიკის გამოწვევის მიზნით, 2023 წლის 27 თებერვალს გავრცელებული ვიდეო, სადაც ნაჩვენებია რუმინული საჰაერო თავდაცვის სისტემების მოლდოვის რესპუბლიკის საზღვართან გადასროლის კადრები, ყალბია”, – წერს რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო ასევე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებს ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული ფოტოები და ვიდეოები 2022 წლის ნოემბერში, ქალაქ ალბა-იულიაში, რუმინეთის ნაციონალური დღისთვის გასამართი სამხედრო აღლუმისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს ასახავს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტო და ვიდეო კადრები, რომლის ავტორებიც ამტკიცებდნენ, თითქოს რუმინეთი მოლდოვის საზღვართან სამხედრო ძალებს მობილიზებას ახდენდა.