მოლნუპირავირი ამოვიდა ყელში, არ მუშაობს ეს წამალი – გიორგი ფხაკაძის განმარტება

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე პრეპარატ მოლნუპირავირის შესახებ განმარტებას აკეთებს.

მისი თქმით, ამ მედიკამენტსაც, როგორც რემდისივირს, ფარმაკომპანიები აწარმოებენ, მათი წამლები კი ხშირ შემთხვევაში არ მუშაობს.

“ახლა წამოვიდა ახალი ამბები, აი, ეს რაღაც ახალი წამალი ფარმაკომპანიებისგან… საერთოდ მე ფარმაკომპანიებს ვერ ვიტან, ალერგია მჭირს, რადგან ვიცი, რა სიბინძურეებს აკეთებენ. ფარმაკომპანიები რიგდებიან ექიმებთან, ეს წამლებია ძალიან ძვირი და მერე ექიმები გამოგიწერენ რეცეპტებს, რომელიც თქვენ არ გჭირდებათ. დაახლოებით 70% წამლები, რომლებიც ახლა თქვენთან არის სახლში, ნაგავში გადასაყრელია, თქვენ ისინი არ გჭირდებათ.

ეს მოლნუპირავირი ამოვიდა ყელში… ხალხო ეს არის ჩვეულებრივი ფარმაკომპანიების, როგორც „რემდესივირი“ და ამ პრეპარატზე ჩემი პასუხი, ხომ იცით რაც არის… „რემდესივირი“ არის ფულის გასაკეთებელი მანქანა. არ მუშაობს ეს წამალი, მეტი რა უნდა გითხრათ! ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვეუბნება, რომ არ მუშაობს. „ქლოროფინი“ დაგავიწყდათ?! – მე როდის ვიძახოდით არ ვარგა ეს წამალი, მერე ამოიღეს ხმარებიდან”,– ამბობს ფხაკაძე ფეისბუქლაივში.

ის საზოგადოებას მოუწოდებს, მიიღონ მეტი პოზიტიური ენერგია, შეამცირონ მარილისა და შაქრის მიღება, დაიცვან 2–მეტრიანი დისტანცია და გაიკეთონ პირბადე.

ცნობისთვის, 8 იანვარს Usmle მოსამზადებელი ცენტრის წარმომადგენელმა, ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორმა და ონკოლოგმა გიორგი ღოღობერიძემ ვიდეომიმართვაში თქვა, რომ ახალმა მედიკამენტმა “მოლნუპირავირიმ” შეიძლება კოვიდპანდემიის ისტორიაში გარდატეხა მოახდინოს. 

მისივე განცხადებით, ეს მედიკამენტი ჯერ კვლევებს გადის – დეკემბერში ქრცვინები დააინფიცირეს კოვიდით და მერე ისევ უმკურნალეს. “ნახეს, რომ ამ მედიკამენტმა, ფაქტობრივად, 24 საათში ვირუსი დაშალა, გაანადგურა”,– თქვა ღოღობერიძემ.

ექიმმა აღნიშნა, რომ თუ წამალი კვლევის მეორე და მესამე ფაზებს გაივლის, კორონავირუსით აღარავინ დაინფიცირდება, დაიღუპება და კოვიდპანდემია დასრულდება.