მომავალი კვირა შეიძლება რთული იყოს, რადგან რუსეთი ახალ დარტყმებს ამზადებს – ზელენსკი

პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი პროგნოზირებს, რომ მომავალი კვირა შეიძლება რთული იყოს, რადგან რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ დარტყმებს ამზადებს.

ტერორისტები ახალ დარტყმებს ამზადებენ და სანამ რაკეტები ექნებათ, ისინი არ დამშვიდდებიან, განაცხადა პრეზიდენტმა საღამოს ვიდეომიმართვაში. მან მოქალაქეებს ერთმანეთის დახმარებისკენ მოუწოდა.

”მაგრამ ჩვენი უნარი, დავეხმაროთ ერთმანეთს და ვიზრუნოთ მათზე, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს – მოხუცები, ბავშვებიანი ოჯახები, მათ, ვისაც სახლები და ნათესავები წაართვა ომმა… – ჩვენი ურთიერთდახმარება დაცვის ერთ-ერთი ელემენტია ტერორის წინააღმდეგ და ჩვენი მთავარი სიძლიერე“ – განაცხადა მან.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ შემდეგი კვირა შეიძლება ისეთივე რთული იყოს, როგორც წინა კვირა.

“ჩვენი თავდაცვის ძალები ემზადებიან. მთელი სახელმწიფო ემზადება. ჩვენ ყველა სცენარზე ვმუშაობთ, მათ შორის პარტნიორებთან ერთად”, – განაცხადა მან.