მომავალი კვირიდან ამ ქალაქში ცხოვრება იქნება ძალიან რთული – ჭიაბერაშვილი

ჯანდაცვის ექსპერტი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ თბილისში ცხოვრება მომავალი კვირიდან ძალიან რთული იქნება.

მისი თქმით, ქვეყანაში გარდატეხა გარდაუვალია, რადგან შეუძლებელია, რომ ასე გაგრძელდეს.

“დისკომფორტი შეექმნება ძალიან ბევრს. ვინც ახლა სააკაშვილის შიმშილობაზე ღლიცინებს, ისინი დაიწყებენ წუწუნს, რომ ვეღარ ვიტანთ, ამ უკაცრავად და შარდის სუნს. აიტანთ პირდაპირ გეუბნებით, იძულებულები იქნებით, რომ აიტანოთ და მეტსაც გეტყვით, გამოხვალთ ბუნაგებიდან, პატიებას ითხოვთ და ხელს ვერ შეუშლით ამ ქვეყნის განვითარებას, აი ეს მოხდება ამ კვირიდან, გარდატეხა გარდაუვალია. იმიტომ რომ საზოგადოება, რომელიც კარგავს მორალურ ღერძს, კარგავს ყველაფერს და შეუძლებელია, რომ ეს ასე გაგრძელდეს”, – ამბობს ჭიაბერაშვილი მთავარი არხის ეთერში.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 38-ე დღეა შიმშილობს. ოპოზიციამ ქართულ ოცნებას 24 საათი მისცა მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადასაყვანად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი 8 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან და იქ გააცნობენ საზოგადოებას სამოქმედო გეგმას.