უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი , ალექსი არესტოვიჩმა იუთუბარხ „ფეიგინ ლაიფის“ მორიგ გადაცემაში განაცხადა, რომ შეერთებულ შეერთებული შტატების პარლამენტი მომავალ კვირაში უყრის კენჭს კანონპროექტს ლენდ-ლიზის შესახებ. საკითხის განხილვა 27 აპრილს იგეგმება წარმომადგენელთა პალატის წესების კომიტეტში.
„ლენდ-ლიზი პრინციპულად შეცლის საერთოდ თამაშის ყველა წესს ამ კონფლიქტში, ჩვენს სასარგებლოდ“, – თქვა არესტოვიჩმა. მან ასევე აღნიშნა, რომ უკვე „შთამბეჭდავად გამოიყურება“ შეიარაღების სპექტრი, რომელსაც აშშ უკრაინას, ჯერჯერობით ლენდ-ლიზის გარეშე, აწვდის.
ლენდ-ლიზის კანონპროექტი გულისხმობს, ნებისმიერი სახის საჭირო შეიარაღების მიწოდებას უკრაინისთვის.
არესტოვიჩი ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის კიევში ვიზიტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სწორედ იარაღის მიწოდება იქნება განხილვის მთავარი თემა.