მომავალ პარლამენტში ჩემს თავს ვერ ვხედავ, უაღრესად ცუდი და უვარგისი იქნება – მარშანია

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატის, ადა მარშანიას განცხადებით, მომავალ პარლამენტში საკუთარ თავს ვერ ხედავს.

მისივე თქმით, ახალი პარლამენტი “უვარგისი” და “უაღრესად ცუდი” იქნება და წინასწარ ხედავს, რომ 4 წელი ის ვერ იმუშავებს.

“სამწუხაროდ და საუბედუროდ, ქართულმა ოცნებამ ბევრჯერ მოატყუა ჩვენი მოსახლეობა და იმედი მაქვს, რომ მოსახლეობა სათანადო პასუხს გასცემს, მაგრამ იცით უბედურება რაშია? ამათ ხელშია ბერკეტები ამ საარჩევნო რაღაც-რაღაცეები. მე აბსოლუტურად ვხედავ ახლავე, რომ ამას მაქსიმალურად გამოიყენებენ.

მე მგონია, რომ მომავალ პარლამენტში… შენ თუ მოხვდები არ ვიცი, არა მგონია, რომ მოხვდები და ჩემს თავსაც ვერ ვხედავ იმ პარლამენტში ნამდვილად. იმიტომ, რომ პარლამენტი იქნება, ჩემი გათვლით, უაღრესად ცუდი და უვარგისი. ყოვლად უარგის პარლამენტს მივიღებთ, მე ვხედავ უკვე დღევანდელი დღიდან”, — განაცხადა მან.