“ალბათ მნიშვნელოვანი იქნება, რომ ფსიქოლოგებიც ჩაერთონ, მომეჩვენა, რომ [მიხეილ სააკაშვილი] იმ პერიოდში, როდესაც ის შიმშილობდა და იყო მე-12 და მე-18 დაწესებულებაში, უფრო მობილიზებული და შემართული იყო, ვიდრე ახლა. ახლა, ვფიქრობ, რომ შეიძლება ფსიქოლოგიური მომენტიც არის, რეალურმა საფრთხემ როცა გადაიარა, უფრო მეტად მოდუნდა”
ამბობს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიხეილ სააკაშვილზე.