მომეცი, მომე, ჩემთან წავიყვან სახლში – ასე უპასუხა რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, რომელმაც იკითხა რა აჭამოს შვილს რადგან შემოსავლის გარეშეა დარჩენილი.
“რა ვაჭამო ბავშვს, წაიყვანე სახლში და აჭამე” – მიმართა გარემოვაჭრემ რუსთავის მერს.
“მომეცი, მომე და წავიყვან ჩემთან, სახლში”, – უპასუხა ქალაქის მერმა.
რუსთავში გარემოვაჭრეების აქციაზე რუსთავის მერს ე.წ. სტამბულის ბაზართან შეკრებილები ხმაურით შეხვდნენ.