“ქართული ოცნების” დეპუტატმა, მაია ბითაძემ ენმ-ს წევრს, ლევან ხაბეიშვილს მიმართა. მისი თქმით, ხაბეიშვილი “მონატრებია”.
ბითაძე ირწმუნება, რომ ხაბეიშვილს ხელში ცარიელი ფურცლები უჭირავს ხოლმე, რათა წარმოაჩინოს, რომ მასალები აქვს.
“როგორ ვთქვა, ბატონო ლევან ხაბეიშვილო, მომნატრებიხართ-თქო, მაგრამ მომნატრებია… მაგრამ დღეს მაინც ვერ იყო ფორმაში და მთლად ისეთი პერფორმანსი არ დაუდგამს, როგორსაც ვჩვევივართ მისგან საკრებულოში. ჩამოთვალა გვარები, ჩემი გვარი თქვა ძალიან ბევჯერ. როგორ უნდა ვთქვა, მიხარია, რომ ოპონენტი არ ერკვევა კანონმდებლობაში-მეთქი – არ ერკვევა. სხვათა შორის, სჩვევია, ცარიელი ფურცლები უკავია ხოლმე ჟურნალისტების წინ, რომ ვითომ რაღაც მასალები აქვს”, – თქვა მაია ბითაძემ.