“შექმნილ ვითარებაში ყველა სტუმარი შეიძლება არ იყოს ადამიანებისთვის, საზოგადოებისთვის მისაღები ან ყველა სტუმართან დაკავშირებით კითხვები არ არსებობდეს. ეგეთი არ არის შემთხვევა. გროზნოს ყოფილი მერი, გადაყენებული, ბიზნესმენი, რომელსაც გარკვეული ფულადი რესურსი გააჩნია, მონათლო კადიროველებად და დააბრალო ის, რომ შემოვიდნენ დივერსიული, კონსპირაციული მიზნებით, არასწორია”.

თქვა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, გია ვოლსკიმ საქართველოში კადიროველების ვიზიტზე.