” მონასტერში განწესება გარკვეული ვადით”- დეკანოზი თადეოზ სარალიძის საეკლესიო სასჯელი ცნობილია. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
“საზოგადობაში არსებული ინტერესიდან გამომდინარე, დამატებით გაცნობებთ, რომ ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მღვდელმსახურს, დეკანოზ თადეოზ სარალიძეს დაედო საეკლესიო სასჯელად (ეპიტიმია) მონასტერში განწესება გარკვეული ვადით.”- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგებას დიდი კრიტიკა მოჰყვა. მის ქადაგებას გამოეხმაურა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი), რომელმაც განაცხადა, რომ დეკანოზს ეპარქია შესაბამის პასუხისმგებლობას დააკისრებს.