მონაცემების გადათვლამ დაადასტურდა, რომ არცერთ უბანზე არ მომხდარა გაყალბება – კალაძე

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, კახა კალაძე ამბობს, რომ არჩევნები არცერთ უბანზე არ გაყალბებულა, რაც ხმების გადათვლამ დაადასტურდა.

მისი თქმით, დაშვებული შეცდომები მხოლოდ ტექნიკური ხასიათის იყო.

ის საოლქო კომისიის შენობებთან გუშინ გამართულ აქციებსაც გამოეხმაურა და თქვან, რომ ყველა კომისიაში ისხდნენ როგორც ოპოზიციური პარტიების, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციის წევრები.

“აშკარაა, რომ უბნების გადათვლა და ამგვარად დაზუსტება არ შედის მათ ინტერესებში. მონაცემების დაზუსტება ადასტურებს, რომ მათი საუბარი არჩევნების გაყალბებისა და მოპარვის შესახებ ფარსია და მას არავითარი საფუძველი არ გააჩნია. ქართულმა ოცნებამ 2012 წლიდან დაასრულა და აღკვეთა არჩევნების გაყალბების მრავალწლიანი პრაქტიკა, რომელიც საქართველოში სწორედ იმ პოლიტიკური ძალების დამკვიდრებულია, რომელიც გუშინ დესტრუქციულ ქმედებს ახორციელებდა”,- თქვა კალაძემ ბრიფინგზე ოპოზიციაზე.

ცნობისთვის, ოპიზიციური პარტიები, ასევე, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო და სამართლიანი არჩევნები გუშინ აცხადებდნენ, რომ საოლქო კომისიებში ხმების გადათვლის პროცედურაზე მათ დამკვირვებლებს დასწრების საშუალება არ მიეცათ.