უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის თქმით, არსებობს მტკიცებულება, რომ მარიუპოლში რუსული ჯარების დაჯგუფება მკვეთრად შესუსტდა. ამის შესახებ მის კომენტარს Unian ავრცელებს.
მისი თქმით, რუსები ქალაქში ბომბებს ყრიან, რათა რაიმე სახის გამარჯვება მაინც მოიპოვონ.
„ზოგიერთი მონაცემებით, რუსული დაჯგუფება მარიუპოლში მკვეთრად დასუსტდა. ნაწილობრივ დამარცხდნენ, ნაწილობრივ კი მიიყვანეს მთავარი შეტევის მიმართულებით, ჩრდილოეთით”,– თქვა არესტოვიჩმა და აღნიშნა, რომ მონაცემები გადამოწმებას საჭიროებს.
მისივე ცნობით, დამპყრობლებმა მარიუპოლში გამოიყენეს არსებული ყველა საშუალება, მათ შორის მძიმე ზებგერითი თვითმფრინავი ტუ-22 აზოვსტალის ქარხანაზე ბომბების ჩამოსაყრელად.
“მეთაურებმა უკვე გამოიყენეს ყველა საშუალება ბრძოლაში. მაგრამ აზოვსტალში არის ისეთი თავშესაფრები და მიწისქვეშა შესაძლებლობები, რომლებსაც ტუ-22-ებიც კი ვერ უმკლავდებიან”, – აღნიშნა რესტოვიჩმა.
მანვე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არავითარი სამშვიდობო შეთანხმება არ არსებობს, ამიტომ უკრაინა იბრძოლებს მანამდე, სანამ ყველა რუს სამხედროს მოკლავს.