“მონებო” – ბათუმში საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

“მონებო”  – ბათუმში, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ, საოლქო კომისიასთან საპროტესტო აქცია დაიწყო. აქციის მონაწილეების განმარტებით, ისინი არჩევნების “მოპარვას” აპროტესტებენ და “ბიძინა ივანიშვილის მონებს”  სირცხვილის კორიდორს უწყობენ.

“დღეს სირცხვილს კორიდორს ვუწყობთ მოღალატეებს, იმიტომ რომ მოიპარეს არჩევნები და დემოკრატია ფეხქვეშ გათელეს, ეს ქვეყანა უკვე საქართველო აღარ არის”, -აცხადებს  აქციის ერთ-ერთი მონაწილე.