“მონიტორინგის პირველად შედეგს ხვალ დავდებთ” – დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის თეა გოდოლაძის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესების შესახებ მათი სამსახური მონიტორინგის პირველად შედეგებს ხვალ დადებს. ამის შესახებ, მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი, თქმით მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდობზე დინამიკაში მოსული მეწყერია, რასაც თან მოჰყვება ქვათა ცვენა.
“ხვალისთვის ჩვენი სამსახური მონიტორინგის პირველად შედეგებს დადებს, თუ რა დავინახეთ, რა მდგომარეობაშია, დეფორმაციის სიჩქარე როგორია, ეს შეიძლება არ იყოს ზუსტი, მაგრამ მიახლოებულ შეფასებას დავდებთ. მოგაწვდით ინფორმაციას ჩვენი ხედვის შესახებ. ეს არის მოძრაობაში მოსული მეწყერი, ცხადია, ამას არ უნდა კვლევა, ჩვეულებრივი მოქალაქეც ხვდება რომ დინამიკაში მოსული მეწყერია, აუცილებლად იქნება ქვათა ცვენა და ასე შემდეგ. ყველა ეს ინფორმაცია არის მნიშვნელოვანი. ასეთ დროს, რაც ხდება, აუცილებელია მონიტორინგი, რომ დავინახოთ საით მოძრაობს ის, რა არის მნიშვნელოვანი პარამეტრი, რომელიც უნდა კონტროლირდებოდეს. ვადები გადამწყვეტია, ნალექების შემთხვევაში პროცესი შესაძლოა, დაჩქარდეს. მოძრაობაში და დინამიკაში მოყვანილი მეწყრის წინ ტექნიკა არ უნდა მუშაობდეს, ნებისმიერი ვიბრაცია პრობლემაა”,-განაცხადა გოდოლაძემ.