“თვალყურს მივადევნებთ [საქართველოში] მიღებული [რუსული] კანონის შედეგებს”, – ამის შესახებ ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტრეფიკინგის საკითხებში, სინდი დაიერმა განუცხადა.
“ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, რათა დავრწმუნდეთ, რომ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ასეთ მნიშვნელოვან საქმიანობას და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებზეც ჩვენ ვეყრდნობით, ფუნქციონირების მხრივ პრობლემები შეეხებათ, მაშინ ჩვენ აუცილებლად თვალყურს ვადევნებთ მიღებული ნებისმიერი კანონის შედეგებს”, – თქვა მან.
დაიერი აცხადებს, რომ კანონის მიღებამ აშშ-ში შეშფოთება გამოიწვია და ზოგიერთ შემთხვევაში ამგვარი კანონის ეფექტები მხოლოდ შემდეგ წლებშიღა ხდება აშკარა.
“ჩვენ, რა თქმა უნდა, შეშფოთებული ვიყავით უცხოელი აგენტების მსგავსი კანონის მიღებამ. ამ ეტაპზე ჩვენ მას თვალყურს ვადევნებთ. ზოგჯერ TIP-ის ოფისში ჩვენ აღვნიშნავთ, რომ ქვეყანამ შესაძლოა მიიღოს კანონი საანგარიშო პერიოდში და ჩვენ შეიძლება შეშფოთებაც გამოვთქვათ, მაგრამ ამ კანონის ზემოქმედება ან ამ კანონის ეფექტები არ ჩანს მომავალ წლამდე”, – განაცხადა დაიერმა.