“მონური სისტემაა, ამაზრზენი, ძირგამომპალი მართლმსაჯულება “- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ხატია დეკანოიძემ ნიკა მელიას სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.
”რაც ახლა ჩვენ მოვისმინეთ წარმოუდგენელი ფარსია იმიტომ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, ქართული ოცნება და მათ შორის, პროკურორებიც იძახდნენ, რომ გადაიხადოს გირაო და გამოვიდესო და ახლა პატიმრობაში დატოვეს… ნიკა მელია არის პოლიტიკური პატიმარი და ამ პროცესით კიდევ ერთხელ დადასტურდა რამხელა სიყალბესთან გვაქვს საქმე.”- განაცხადა დეკანოიძემ.