მორავიეცკი პოლონეთს საკუთარ ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსება სურს

პოლონეთის, პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა რომ საკუთარ ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსება სურთ. მორავიეცკის თქმით, რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის ბელარუსში განთავსების გეგმის ფონზე, პოლონეთს სურვილი აქვს NATO-ს ქვეყნებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს ბირთვული გაცვლის პროგრამაში.

“საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებულია ჩვენს ამერიკელ და ალიანსის წევრ პარტნიორებზე. ჩვენ ვაცხადებთ მზადყოფნას ამ საკითხის სწრაფად გადაჭრის შესახებ”. – თქვა მორავიეცკიმ. ისაუბრა.