მორიგი დარტყმაა მედიის თავისუფლებაზე – კლუნების ფონდი სააპელაციოს გადაწყვეტილებაზე

“მორიგი დარტყმაა მედიის თავისუფლებაზე ” –  ასე ეხმაურება, ჯორჯ და ამალ კლუნების ფონდი სამართლიანობისთვის სააპელაციო სასამართლოს განაჩენს  და აცხადებს, რომ მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება მორიგი დარტყმაა მედიის თავისუფლებაზე.

“გუშინდელი გადაწყვეტილება ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გამამტყუნებელი განაჩენის და 2-წლიანი პატიმრობის ძალაში დატოვების შესახებ, მორიგი დარტყმაა მედიის თავისუფლებაზე და შემაშფოთებელი ნიშანია. მაშინ, როდესაც მისი საქმე უზენაეს სასამართლოში გადადის, Trial Watch-ი მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ანგარიშს გამოაქვეყნებს, რომელიც მის წინააღმდეგ წარმოებული სასამართლო პროცესების სამართლიანობას შეაფასებს”- ნათქვამია განცხადებაში.