დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ კორონავირუსით ინფიცირება ნებისმიერ თავშეყრის ადგილას შეიძლება მოხდეს, მათ შორის ეკლესიაში.
,,ეს შეიძლება მოხდეს ყველგან და ჩვენ ამის მაგალითები გვაქვს, რომ ინფიცირება მოხდა გარკვეულ ადგილებში, სადაც ადამიანები ერთად მუშაობენ. ასევე ადამიანები იკრიბებიან ერთად. სადაც ადამიანები იკრიბებიან ერთად, იქ ყველგან შეიძლება მოხდეს გადაცემა, მათ შორის ეკლესიაშიც,”-განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისივე თქმით, კონტაქტისგან თავის შეკავების რეკომენდაცია ყველას ეხება – მორწმუნესაც, ათეისტსაც და ანტიეკლესიურსაც.
,,ეს ეხება ყველას ერთნაირად, მათ შორის მორწმუნეებსაც, ათეისტებსაც, ანტიეკლესიურებსაც, რომ მაქსიმალურად თავი უნდა შევიკავოთ ნებისმიერი სახის კონტაქტებისაგან,” – თქვა იმნაძემ.
ცნობისთვის, აღდგომასთან დაკავშირებით მთავრობა საპატრიარქოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუ როგორ ჩატარდეს დღესასწაული.
საქართველოში 3 ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალულია, ასევე , მოქმედებს კომენდანტის საათი და 21 საათიდან დილის 6 საათამდე მოქალაქეებს გარეთ ნებისმიერი სახის გადაადგილება ეკრძალებათ.