ყველა, ვინც აშშ-სა და ევროპაში თვალს ადევნებს უკრაინაში მიმდინარე ომს, ხვდება, რომ საქართველო საკმაოდ მოწყვლად ვითარებაში იმყოფება და არავის უნდა, რომ საქართველომ საკუთარი თავი რისკის ქვეშ დააყენოს. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ საქართველოს არ ენდომება, იყოს უკრაინისთვის იარაღის მსხვილი მიმწოდებელი. ყველას ესმის ეს. შესაბამისად, მოსაზრება, რომ დასავლეთს რაღაცნაირად სურს, საქართველო ომში ჩაითრიოს, არის სრული სისულელე. პირდაპირ არასწორია. ყველა, ვინც საქართველოს თვალს ადევნებს, ასევე ესმის მისი მოწყვლადობის საკითხი. საქართველოს უსაფრთხოებას გაზრდის მისი დემოკრატიისა და ინსტიტუტების გაძლიერება.

ამის შესახებ განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა და ატლანტიკური საბჭოს უფროსმა მკვლევარმა, დენიელ ფრიდმა.