“მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება” – 112-ის გაფრთხილება

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი (112) მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნის.

“გაცნობებთ, რომ 3-4 აპრილს საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ”, – წერს 112.