“სამოქალაქო პასუხიმგებლობა ჩვენი თანამემამულეების წინაშე გახლავთ ეს, რომ ყველამ გავითავისოთ, სერიოზულად უარესდება ეპიდისტუაცია. ყველამ ვატაროთ პირბადე, ეს ხომ არის უმარტივესად შესასრულებელი რეკომენდაცია. ყველამ, შინ და გარეთ ვატაროთ პირბადე. მეორე, დავიცვათ დისტანცია და თავი ავარიდოთ ყოველგვარ დიდ შეკრებას, რა მიზეზითაც ეს არ უნდა იყოს.
წავიდეთ და ავიცრათ ბატონებო, ერთმანეთისთვის ავიცრათ. ქვეყნისთვის ავიცრათ, იმიტომ რომ სხვანაირად ძალიან მძიმე ნოემბერი გვექნება. გამაგებინეთ, ვის უნდა სიკვდილიანობის მაღალი რიცხვები ქვეყანაში? 1.8 რეპროდუქციის ინდექსი რომ გვაქვს, ეს არის ძალიან საგანგაშო, ანუ გავრცელა ძალიან სწრაფია. ამიტომ მოსალოდნელია, რომ კიდევ უფრო გაუარესდეს ეპიდსიტუაცია”
განაცხადა დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ რუსთავი 2-ის ეთერში.