აქციის ფონზე მოსამართლეთა კონფერენციაზე საბჭოს 4 მოსამართლე წევრი აირჩიეს.
გოჩა აბუსერიძემ 274 მოსამართლის ხმა მიიღო, ლევან მიქაბერიძეს 283, ბადრი შონიამ – 281, ხოლო თემურ გოგოხიამ 278 ხმა მიიღო.
მას შემდეგ, რაც უახლოეს რამდენიმე კვირაში საბჭოს მოქმედ 4 წევრს უფლებამოსილების ვადა გაუვა, გაჩნდება 4 ვაკანტური ადგილი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე, გიორგი მუქაუტაძე ამბობს, რომ თუ დღეს მოსამართლეთა კონფერენცია არ ჩატარდება, იუსტიციის უმაღლესი სასბჭოს და სასამართლოს პარალიზება მოხდება.
ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან, სადაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასარჩევ 4 მოსამართლე წევრს უნდა უყარონ კენჭი, აქცია “კლანი უნდა დასრულდეს” იმართება. აქტივისტების და არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ეს ხელისუფლების მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევაა.