თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერისთვის ზურაბ ჯაფარიძისთვის სახაზინო ადვოკატის დანიშვნის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
აღნიშნული შუამდგომლობა ზურაბ ჯაფარიძემ მას შემდეგ დააყენა რაც მისმა ადვოკატებმა – ირაკლი ჩომახიშვილმა და ნიკა გვარამიამ, პროტესტის ნიშნად, სხდომათა დარბაზი დატოვეს.
მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის განმარტებით ადვოკატების მიერ პროცესის დატოვება სხდომის გაჭიანურებისკენაა მიმართული.
“დაცვის მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, თქვენ პროცესს აღარ დაესწროს, თქვენ მოსამართლე არ ხართ, ასრულებთ დაკვეთას. პროკურატურა ეწევა აბსოლუტურად პოლიტიკურ დევნას, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. ორივენი ჩადიხართ სისხლის სამართლის დანაშაულს. ოლიგარქია დაემხობა და თქვენ მიეცემით სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ჩვენ გავდივართ, ნახვამდის” – მიმართა ნიკა გვარამიამ სასამართლოს.
ამის შემდეგ,დარბაზში მყოფმა ადვოკატმა ქეთი ჩომახაშვილმა ზურაბ ჯაფარიძის დაცვის სურვილი გამოთქვა და აღნიშნა მას ცოტა დრო სჭირდება, რომ მასალებს გაეცნოს. შვანგირაძემ ჩომახაშვილსაც უარი უთხრა
დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ სასამართლოს ზურაბ ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით მიმართა.