მოსამართლემ თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის პროცესიდან გააძევა

თბილისის საქალაქო ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვა ხმაურიანად მიმდინარეობს – რამდენიმე წუთის წინ სხდომიდან პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი გააძევეს.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილს მიუთითა, რომ სამშობლოს მოღალატედ მოხსენიება საჯარო მოხელეებისთვის მძიმე ბრალდებაა და ამას პროკურორები “ვერ გაუტარებდნენ”.

მოსამართლის ამ განცხადებას დარბაზში მყოფი თაკო ჩარკვიანი გამოეხმაურა: “კორუფციონერი პროკურორი მოღალატეა აბა რა ჯანდაბაა?!”

ამის შემდეგ, მოსამართლემ ჩარკვიანის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო და მას მიმართა, თუ პროცესი სამარცხვინოდ მიაჩნია, თავს ისეთ მდგომარეობაში ნუ ჩაიგდებს, რომ მასში მონაწილეობა მიიღოს.