“მოსამართლე, ვინც განცხადებას არ ემიჯნება, ძირს უთხრის სასამართლოს ლეგიტიმურობას”- აცხადებს, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის იურისტი, ედუარდ მარიკაშვილი.
“სასამართლოს ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ მოსამართლეთა კორპუსის სახელით გაკეთებული ბრიყვული განცხადების შემდეგ, რომლითაც სასამართლო ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები, მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე მოვლენების კრიტიკის გამო, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასა და ვენის კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულა, საჯაროდ გამოჩნდნენ მოსამართლეები, რომლებიც ამ უმსგავსო განცხადებას გმობენ და ემიჯნებიან. ამბობენ, რომ განცხადება არ გამოხატავს მათ პოზიციას.
ეს კარგი და დასაფასებელი პროცესია. რადგან, საბოლოოდ უნდა ვიცოდეთ ვინ არიან ის მოსამართლეები ვინც, როგორც მათ აშშ-ს საელჩო უწოდებს, ძირს უთხრიან სასამართლოს ლეგიტიმურობას. შესაბამისად, ყველა მოქმედი მოსამართლე, ვინც კომიტეტის განცხადებას არ გაემიჯნება ძირს უთხრის სასამართლოს ლეგიტიმურობას და დავარქმევთ მათ თავის სახელს”, – წერს მარიკაშვილი.
16 მოსამართლე იმ კოლეგების წერილს ემიჯნება, რაც გუშინ, 4 ნოემბერს, აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების კრიტიკის საპასუხოდ გავრცელდა.