მოსამართლე ზურაბ დავითაშვილმა მათე დევიძე პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე ზურაბ დავითაშვილმა საპროტესტო აქციაზე დაკავებული 21 წლის მათე დევიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ძალაში დატოვა. დევიძეს პროკურატურა 3 პოლიციელზე თავდასხმას ედავება.

დევიძემ მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვისას მოსამართლე დავით მგელიაშვილს უთხრა, რომ ის პატიმრობას არ იმსახურებს, თუმცა მოსამართლემ ეს პოზიცია არ გაიზიარა:

„იმ ინციდენტის შემდეგ არ გაითვალისწინა მოსამართლემ ჩემი ოჯახური მდგომარეობა, არც ჩემი წარსული, მომწყვიტა ჩემს ოჯახს, საყვარელ მეგობრებს, ჩემი გიტარა მენატრება. პატიმრობა ეს არის ყველაზე უკიდურესი ვარიანტი, ჩემს პირობებში არანაირად არ ვიმსახურებ ამას”,- განაცხადა დევიძემ.

ის 21 ნოემბერს მელიქიშვილზე დააკავეს. მათე დევიძეს პროკურატურამ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარუდგინა.

21 წლის მათე დევიძეს 4-დან 7-წლამდე პატიმრობა ემუქრება.