მოსამართლე ლელა კალიჩენკომ ზვიად რატიანი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლელა კალიჩენკომ პოეტი ზვიად რატიანი პატიმრობაში დატოვა

პროცესზე აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა, მოსამართლე ლელა კალიჩენკომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა და რატიანი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ზვიად რატიანის ადვოკატები პატიმრობის 10 000-ლარიანი გირაოთი შეცვლას მოითხოვდნენ, ხოლო ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ “არ არსებობს ბრალდებულის გათავისუფლების საფუძველი”.

შემდეგი სხდომა 27 აგვისტოს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

ზვიად რატიანი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 24 ივნისს დააკავეს. მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.