მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა, დავით ხომერიკს 4.6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

დავით ხომერიკი სასამართლო პროცესზე უსმენს მოწმეს, რომელმაც მას ბრალის შინაარსი გააცნო. ფოტო: რადიო თავისუფლება
აქციების დროს დაკავებული დავით ხომერიკი მოსამართლე, ნინო გალუსტაშვილმა  დამნაშავედ ცნო და 4 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურა დავით ხომერიკს აფეთქების მომზადებას ედავებოდა (სსსკ-ის 18-229 მუხლი). ხომერიკი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ საქმეში არსებული ნივთები/ნივთიერებები მას არ ეკუთვნოდა.   პროკურატურა ამბობს, რომ მის ჩანთაში გამოუყენებელი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები იპოვეს.
  • ხომერიკი ბრალდებაზე: „ეს არის სრული აბსურდი და სისულელე, მე არ ვაღიარებ ბრალს, რომელიც არ ჩამიდენია, პროკურატურას არ აქვს ჩემს წინააღმდეგ მტკიცებულებები,,,, მაგრამ მიუხედავად ამისა, პროკურორი ყოველ სიტყვაში მის მიერ გამოგონილ მოლოტოვის კოქტეილებს იმეორებს, რომლის შესახებაც მე ინფორმაციას არ ვფლობ”.

ხომერიკმა განაცხადა, რომ სასამართლოში მოვიდნენ „ცრუ მოწმეები“, რომლებმაც მასზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად იძალადეს.

  • „ეს ხომ თქვენი[მიმართავს მოსამართლეს] ბრძოლაცაა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სამართლიანობის შენარჩუნებისთვის, იყავით ბოლომდე დამოუკიდებელი, რომ შეინარჩუნოთ სამართლიანი სასამართლოს იმიჯი, ხალხი იმსახურებს სამართლიანობას”.-მიმართა მოსამართლეს  ხომერიკმა.
  • „თქვენ ჩემი იმედის ვარსკვლავები და სხივები ხართ[მიმართავს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს], იმ იმედის, რომელიც ყოველდღიურად რწმენითა და მოტივაციით მავსებს და თქვენგან წამოსული სიყვარული ჩემთვის უძვირფასესია… ყველაფრის მიუხედავად რაც არ უნდ ამოხდეს, მეც ძალიან მიყვარხართ და გახსოვდეთ, რომ ნებდებიან მხოლოდ ისინი, ვისთვისაც თავისუფლება აღარაფერს ნიშნავს”.- განაცხადა ხომერიკმა. 
ცნობისთვის, დღეს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული თევდორე აბრამოვი წარდგენილ ბრალში უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდანვე გაათავისუფლა.