მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერს, ანა დოლიძეს ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის დაზიანებულ გზაზე მცხოვრებლებთან გამართულ შეხვედრაზე უცხო პირი თავს დაესხა.
ის დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩვენების მისაცემად მივიდა.
“სამწუხაროდ, ამ ძალიან სერიოზული შეხვედრის დროს, რომელსაც 100–ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა, გამოვარდა ხელისუფლების პროვოკატორი, რომლის ერთადერთი მიზანი იყო, ჩაეშალა შეხვედრა. დღეს მოვედი, რომ დავაყენო საკითხი პოლიციის წინაშე, გადადგამენ ნაბიჯებს, რომ ჩვენი ჩვენების საფუძველზე გამოავლინონ ეს ხულიგანი, თუ არ გადადგამენ. ჩადგებიან იმავე უწყებების რიგში, რომლებიც ყოველთვის ხელს აფარებენ ოცნების პროვოკატორებს.