“ახალი შემთხვევების ზრდა სახეზეა. საბედნიეროდ, ჯერჯერობით ვინარჩუნებთ ასეთი კატასტროფულად მაღალი შემთხვევებისთვის გარდაცვალების ძალიან დაბალ პროცენტს, თუმცა ეს დაბალი პროცენტი აბსოლუტურ რიცხვებში გამოხატული მაინც დიდია.

დღეს საქართველოს მოსახლეობა აკეთებს ყველაფერს, რომ პანდემია კიდევ უფრო გაძლიერდეს და მეხუთე ტალღა იყოს უფრო მძიმე, ვიდრე მეოთხე. რას აკეთებს? –  კატეგორიული უარი ვაქცინაციაზე. დღეში მხოლოდ 4-5 ათასი ვაქცინა ტარდება და ეს არის მიზერი. მეორე, მხრივ უარია პირბადის ხმარებზე. 45 %-ია პირბადის გამოყენების მაჩვენებელი საქართველოში.

მიმაჩნია, რომ მთავრობა უნდა წავიდეს არა შეზღუდვებზე, ძლივს გაიხსნა ეკონომიკა, არამედ უნდა წავიდეს არსებული რეგულაციების კონტროლის გაძლიერებაზე“

თქვა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ “იმედთან” საუბრისას.