Edison Research-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა ყველაზე მეტად უკრაინას, აშშ-ს და დიდ ბრიტანეთს ენდობა, ყველაზე ნაკლებად კი – რუსეთს.
კერძოდ, მოსახლეობის 93% ამბობს, რომ ენდობა უკრაინას; აშშ-ს 92% ენდობა, დიდ ბრიტანეთს – 90%, ისრაელს – 85%, თურქეთს – 74%, აზერბაიჯანს – 73%; სომხეთს – 68%, ირანს – 56%.
მხოლოდ 28% ამბობს, რომ ენდობა რუსეთს, 72% კი არ ენდობა.
Edison research-ის კვლევა 23 ივნისიდან 13 ივლისამდე პერიოდში ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით მოამზადა. კვლევის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18 წლისა და მეტი ასაკის 2000 ადამიანი. კვლევის ცდომილება +– 2.1%-ია.