საქართველოში, 45 % ვადამდელი არჩევნების ჩატარების მომხრეა, 45% კი არა – საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი ( IRI ) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეროვნული მასშტაბის საზოგადოებრივი აზრის პირველ კვლევას აქვეყნებს. 25% “დანამდვილებით” მიიჩნევს, რომ ახალი არჩევნები საჭიროა, 20% კი ნაწილობრივ ეთანხმება, 33%-ი, კატეგორიულად არ ემხრობა, 12% კი ნაწილობრივ არ ეთანხმება ახალი არჩევნების ჩატარებას.
კითხვაზე, ემხრობით თუ არა ოპოზიციის მოთხოვნას, ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, გამოკითხული მოსახლეობა პასუხობს :
- აბსოლუტურად ვემხრობი – 25%
- ნაწილობრივ ვემხრობი – 20%
- კატეგორიულად არ ვემხრობი – 33%
- ნაწილობრივ არ ვემხრობი – 12%
- არ ვიცი/პასუხს არ ვცემ – 9%
კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.