მოსახლეობის 61% თვლის, რომ საქართველოს მთავრობამ უკრაინას მხარი უფრო მეტად უნდა დაუჭიროს – CRRC

CRRC საქართველოს კვლევის თანახმად, მოსახლეობის 61% თვლის, რომ საქართველოს მთავრობამ უკრაინას მხარი უფრო მეტად უნდა დაუჭიროს. 31%-ის აზრით, მთავრობა უკრაინას საკმარისად უჭერს მხარს, 2% კი ამბობს, რომ კიდევ უფრო ნაკლებად უნდა დაუჭიროს მხარი.

 

კვლევა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით 7-10 მარტს ჩატარდა. კვლევაში მონაწილეობა 1 092-მა სრულწლოვანმა პირმა მიიღო, შედეგების ცდომილება 2.96%-ია.