თბილისის მოსახლეობის 83% 5 ივლისს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობას გმობს. ეს შედეგები “სონარის” კვლევამ აჩვენა, რომელსაც ტელეკომპანია “პირველი” ავრცელებს. კვლევის მიხედვით, თბილისის მოსახლეობის 6% არ გმობს მოხმდარ ძალადობას, ხოლო გამოკითხულთა 1% საერთოდ არ მიიჩნევს, რომ 5-6 ივლისს რაიმე ძალადობა მოხდა. გამოკითხულთა 10 % პასუხობს, რომ არ არის ინფორმირებული.
რაოდენობრივი კვლევა “სამოქალაქო პოზიცია და ემოციები თბილისის მოსახლეობაში” “სონარის” მიერ 7 ივლისს ჩატარდა.რესპოდენტები სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხნენ. შერჩევის მეთოდი – სტრატიფიცირებული მარტივი შერჩევითი; გენერალური ერთობლიობა – 847 970 თბილისის მოსახლეობა 18 წელს ზემოთ.კვლევისთვის სულ 502 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილება 3.1%-ია.