საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 90% ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.მიიღებთ თუ არა მონაწილეობას 2020 წლის საპარალამენტო არჩევნებში, IRI-ის გამოკითხულთა პასუხები ასე გადანაწილდა:
- დიდი ალბათობით 74%
- სავარაუდოდ დიახ 16%
- ნაკლები ალბათობით 4%
- დიდი ალბათობით არა – 5%
- არ იცის ან პასუხი არ აქვს 2%-ს
კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4-21 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. საველე სამუშაოები აიფიემმა განახორციელა. მონაცემები მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით შეგროვდა. შერჩევა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს მოიცავდა. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს. გამოპასუხების მაჩვენებელი — 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით გახდა შესაძლებელი.