”მოსკოვზე დრონებით თავდასხმის “ერთ-ერთი ყველაზე დიდი მცდელობა იყო” – მერი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ რომ გასული ღამის განმავლობაში 45 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინის შეფასებით, კი  ეს მოსკოვზე თავდასხმის ერთ-ერთი უდიდესი მცდელობა იყო. რუსული მხარის ცნობით, მათ ჩამოაგდეს 10 უპილოტო საფრენი აპარატი, რომლებიც მოსკოვისკენ მიფრინავდა.

“მთელი ამ დროის განმავლობაში ეს არის მოსკოვზე დრონებით თავდასხმის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მცდელობა.” – დაწერა სობიანინმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე.

რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ვიდეოები, რომლებშიც რამდენიმე დრონის ჩამოგდება ჩანს.