გერმანული გამოცემის, Der Spiegel-ის ცნობით, „ვაგნერის“ სამხედროების დედაქალაქთან მიახლოების პარალელურად, მოსკოვიდან თბილისის, ასტანისა და სტამბოლის მიმართულებით პირდაპირ რეისებზე ბილეთები სრულად გაიყიდა.
„ჩვენმა კოლეგამ ალექსანდრ ჩერნიშევმა დაათვალიერა ავიაბილეთები და გაარკვია: მოსკოვიდან თბილისის, ასტანისა და სტამბოლის მიმართულებით პირდაპირი ბილეთები აღარ არის ხელმისაწვდომი“, – წერს გამოცემა.
ასევე გამოცემის ცნობით, Flightradar24-ის პლატფორმაზე ასევე შენიშნეს რამდენიმე კერძო ფრენა რუსეთიდან, რაც შესაძლოა, იმაზე მიუთითებდეს, რომ მოსკოვს რუსეთის ელიტა ტოვებს.