მოსკოვიდან თვითმფრინავის ბილეთები სრულად გაიყიდა, მათ შორის, თბილისისკენ – Der Spiegel

გერმანული გამოცემის, Der Spiegel-ის ცნობით, „ვაგნერის“ სამხედროების დედაქალაქთან მიახლოების პარალელურად,  მოსკოვიდან თბილისის, ასტანისა და სტამბოლის მიმართულებით პირდაპირ რეისებზე ბილეთები სრულად გაიყიდა.

„ჩვენმა კოლეგამ ალექსანდრ ჩერნიშევმა დაათვალიერა ავიაბილეთები და გაარკვია: მოსკოვიდან თბილისის, ასტანისა და სტამბოლის მიმართულებით პირდაპირი ბილეთები აღარ არის ხელმისაწვდომი“, – წერს გამოცემა.

ასევე გამოცემის ცნობით, Flightradar24-ის პლატფორმაზე ასევე შენიშნეს რამდენიმე კერძო ფრენა რუსეთიდან, რაც შესაძლოა, იმაზე მიუთითებდეს, რომ მოსკოვს რუსეთის ელიტა ტოვებს.