“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” თბილისის საკრებულოში ინიციატივით მიმართავს მოსკოვის გამზირს უკრაინის დედაქალაქის, კიევის სახელი ეწოდოს.
ენმ-ს დეპუტატის, ანა გოგოლაძის შეფასებით, სირცხვილია, ქალაქში ერთდროულად არსებობდეს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა სახელობისა და ამ ომის განმახორციელებელი ქვეყნის დედაქალაქის სახელობის ქუჩა.
“ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თბილისის საკრებულოში ინიციატივით შევდივართ, არსებულ გამზირს, ნაცვლად ოკუპანტი სახელმწიფოს დედაქალაქის სახელწოდებისა, მიენიჭოს უკრაინის დედაქალაქის, კიევის სახელი, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთგული მეგობრის, საზიარო ღირებულებების მქონე და სტრატეგიული პარტნიორის პატივსაცემად და მხარდასაჭერად”, – თქვა ანა გოგოლაძემ.