მოსკოვის მერის თქმით, უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა დრონის თავდასხმა მოიგერიეს. მისი თქმით, შემთხვევა ოდინცოვოს ურბანულ რაიონში მოხდა.

“საჰაერო თავდაცვის ძალებით ოდინცოვსკის რაიონში შეჩერებულია საჰაერო თავდასხმა. ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილას ნგრევა და მსხვერპლი არ არის. სამაშველო სამსახურების სპეციალისტები ადგილზე მუშაობენ”. – წერს სობიანინი.