რუსეთში, მოსკოვის ოლქში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელიც გარემონტების შემდეგ აეროპორტისკენ მიფრინავდა. როგორც რუსულ სამთავრობო მედიაში წერენ, ბორტზე მხოლოდ ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ.
თვითმფრინავი კოლომნის რაიონში, ტყის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. რუსეთის გადაუდებელ ვითარებათა სამსახურში ამბობენ, რომ წინასწარი მონაცემებით ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპა.
ჩამოვარდნილი თვითმფრინავი Sukhoi Superjet-ია.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში ამბობენ, რომ თვითმფრინავი გარემონტების შემდეგ ქარხნიდან – ვნუკოვოს აეროპორტისკენ მიფრინავდა.
ჩამოვარდნილი თვითმფრინავი Sukhoi Superjet-ია, romelic ქსპლუატაციაში 2014 წლიდან იყო და ის ავიაკომპანია გაზპრომ ავია-ს ეკუთვნოდა.