მოსკოვის სასამართლომ მამუკა მამულაშვილს ორთვიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

უკრაინის მხარეს მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაურს, მამუკა მამულაშვილს მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პროპაგანდისტული გამოცემა – TASS ავრცელებს.

“მოსკოვის ბასმანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქე მამულაშვილ ზურაბის ძე უშანგის აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა ორთვიანი პატიმრობა, რომლის ათვლაც დაიწყება მისი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ექსტრადიციისა ან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაკავების მომენტიდან. მამულაშვილზე ფედერალურ და საერთაშორისო ძებნილთა სიაშია შეყვანილი”, – განუცხადეს TASS-ს სამართალდამცავ ორგანოებში.

მოსკოვის სასამართლო უკრაინის მხარეს მებრძოლ ქართველს მოქირავნეობასა და “მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით სიძულვილის გაღვივებაზე” ედავება.

რუსეთმა მამუკა მამულაშვილზე ძებნა 2023 წლის ოქტომბერში გამოაცხადა.